Oxygen of Democracy მხარდაჭერას უცხადებს ორგანიზაციას “ძალა ერთობაშია”

ლაშა ბერულავა 2017-10-23 15:58:10 ნახვები 919

ანალიტიკური პროგნოზების სააგენტო Oxygen of Democracy (დემოკრატიის ჟანგბადი) მხარდაჭერას უცხადებს ანტიოკუპაციურ მოძრაობას „ძალა ერთობაშია“, მიესალმება და მხარს უჭერს ამ ორგანიზაციის აქტივისტების მიერ წამოწყებულ სამშვიდობო სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას საოკუპაციო ზოლზე.

ამის შესახებ განცხადებას Oxygen of Democracy გუნდი აქვეყნებს.

„დემოკრატიის ჟანგბადი“ აცხადებს, რომ საოკუპაციო ზოლზე, როგორც შიდა ქართლის, ასევე აფხაზეთის მიმართულებით, მნიშვნელოვანია ისეთი ჯგუფების არსებობა, რომლებიც ოკუპანტთა თვითნებობაზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ, მიაწვდიან ინფორმაციას მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

„დემოკრატიის ჟანგბადი“ საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს ორგანიზაციას და მზადაა, მისი აქტივობების შესახებ ინფორმაცია განათავსოს საკუთარ ვებ-გვერდზე.

ამასთან, საინფორმაციო მხარდაჭერის გარდა, „დემოკრატიის ჟანგბადის“ გუნდი უახლოეს მომავალში გეგმავს სხვა აქტივობებსაც, რაც მათი მხრიდან საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე სადამკვირვებლო პროცესში აქტიური ჩართვით იქნება გამოხატული.

Oxygen of Democracy (დემოკრატიის ჟანგბადი) ანალიტიკური პროგნოზების სააგენტოა, რომელიც შეიქმნა ორი წარმატებული საერთაშორისო ანალოგი სააგენტოს კომბინაციის საფუძველზე. სააგენტო ასევე, მოიცავს სოციოლოგიური კვლევების სისტემას სხვადასხვა მიმართულებით და აქვს საკუთარი გვერდი, როგორც “ფეისბუქზე”, ასევე ვებ-გვერდი.

დატოვე კომენტარი