დღის ფოტო: რუსი ოკუპანტები “ძალა ერთობაშია” დამკვირვებლებს აკვირდებიან

ლაშა ბერულავა 2017-10-23 15:59:19 ნახვები 1578

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” აქვეყნებს სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის წევრის გიორგი კასრაძის ფოტოს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო ზოლზეა გადაღებული.

ფოტოზე ჩანს, რომ რუსი ოკუპანტების საპატრულო ჯგუფის წევროი ორი ჯარისკაცი სამოქალაქო დამკვირვებელთა ჯგუფს უკანონოდ დამონტაჟებული ღობის გაღმიდან აკვირდება.

შეგახსენებთ, უკვე სამი თვე შესრულდა, რაც შიდა ქართლის ოკუპირებულ ნაწილში, ყარაფილა-ბერშუეთისა და ერგნეთის მიმართულებით ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” სამოქალაქო პატრულირებას ატარებს. ამ ხნის განმავლობაში მომზადდა ოკუპანტების აქტივობის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც მედიის წარმომადგენლებსაც მიეწოდა.

პარალელურად, ორგანიზაციის აქტივისტები, მოქალაქეთა ჩართულობის ფონზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ყარაფილა-ნიგოზას მონაკვეთზე პერიოდულად ატარებენ აქცია-პერფორმანსს “ფრთხილად, 400 მეტრში რუსი ოკუპანტია!”, რაც მოსახლეობის დამატებით ინფორმირებას გულისხმობს ამ მონაკვეთზე მაგისტრალიდან 400 მეტრით დაშორებული უკანონო, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის არსებობის შესახებ.

დატოვე კომენტარი