აბაშიძე და კარასინი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე იმსჯელებენ, შემდეგი ნაბიჯი – დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაა

ლაშა ბერულავა 2017-10-31 16:00:12 ნახვები 757

ძალიან რთულია ამისკენ სვლა, მაგრამ უვიზო რეჟიმის შემოღებას საქართველოსთან არ გამოვრიცხავთ, – ამის შესახებ “იზვესტიასთან” ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრეგორი კარასინმა განაცხადა, ხოლო საქართველოს პრემიერმინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ნოემბრის შეხვედრაზე, პრაღაში, ამ საკითხს განიხილავენ. 

კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მიზნის განხორციელებას წინ უდგას “პოლიტიკური შინაარსის” საკითხები, მაგალითად, დიპლომატიური ურთიერთობის არქონა ორ ქვეყანას შორის, რომელიც საქართველოს ინიციატივითაა გაწყვეტილი. კარასინის თქმით, თუ შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგმევა, არც ამ პრობლემის გადაჭრაა დაუძლეველი ამოცანა.

დატოვე კომენტარი