გიორგი სარალიძე, საძახისით “გიურზა” – უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი მოხალისე

ლაშა ბერულავა 2017-10-31 16:04:40 ნახვები 495

აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე – გიორგი სარალიძე, საძახისით “გიურზა” დაიღუპა. ის, სავარაუდოდ, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. 

გიორგი სარალიძე სადაზვერვო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. ის უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, კონტრაქტის საფუძველზე, საკუთარი სურვილით მსახურობდა.

გიორგი სარალიძის დაღუპვის ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები: ” მე მას პირადად ვიცნობდი, არაერთხელ ყოფილა ჩემთან სახლშიც. ძალიან ღირსეული ადამიანი იყო!”, – დაწერა “ფეისბუქზე” საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი