ვინ იყო ოკუპანტების მიერ დონეცკთან მოკლული გიორგი სარალიძე

ლაშა ბერულავა 2017-10-31 16:05:56 ნახვები 1546

ქართველი მოხალისე გიორგი სარალიძე 30 ოქტომბერს, დონეცკის აეროპორტთან, ჩასაფრების დროს, სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. 

გიორგი სარალიძე, საძახისით “გიურზა-2”, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა.

2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ოკუპანტებისა და მათ მიერ წაქეზებული ბოევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეებში ჩაეწერა. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ შეტაკებაში და ოპერაციაში, ბოლოს ის 57-ე ბრიგადის 42-ე ბატალიონის სადაზვერვო ჯგუფის მეთაური იყო.

 

დატოვე კომენტარი