მოსკოვში, საგარეო დაზვერვის ტექნიკურ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა

ლაშა ბერულავა 2017-11-24 17:57:12 ნახვები 690

მოსკოვში, საგარეო დაზვერვის სამმართველოს ტექნიკურ ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაზარალდა, ორი კი მაშველებმა გადაარჩინეს. ხანძარი კაბელების გადახურებამ გამოიწვია. 

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარი კოლექტორს გაუჩნდა და სულ 30 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა, თუმცა, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოს მიხედვით, ხანძარი საკმაოდ მასშტაბური იყო.

საგარეო დაზვერვის სამინისტრო რუსეთში სსრკ-ს დროინდელი სუკ-ის პირველი სამმართველოს სამართალმემკვიდრეა.

დატოვე კომენტარი