შავ ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი USS James E. Williams შევიდა

ლაშა ბერულავა 2017-11-27 01:01:10 ნახვები 455

Arleigh Burke კლასის ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმა USS James E. Williams-მა ბოსფორის სრუტე გაიარა და შავი ზღვის აკვატორიისკენ გაემართა. “ტვიტერზე” ფოტოებიც გამოქვეყნდა, რომელიც სტამბულის ნაპირებთანაა გადაღებული. 

ნოემბრის შუა რიცხვებში ნაღმოსანი წითელ ზღვაში, საუდის არაბეთის პორტ ჯიდაში იმყოფებოდა, შემდეგ კი თურქეთის სანაპიროსკენ გაემართა.

ნაღმოსნის წყალწყვა 9,6 ათასი ტონაა, სიგრძე 155, ხოლო სიგანე – 20 მ. ნარმოსანზე ფრთოსანი Tomahawk და საზენიტო SM-3 რაკეტებია განთავსებული.

შეგახსენებთ, 20 ნოემბერს შავ ზღვაში ფრანგული უხილავი ფრეგატის F714 Guepratte-ის შესვლა დააფიქსირეს, რომელზეც ერთ-ერთი უძლიერესი რადარული სისტემა DRBV-15 C Sea Tiger არის განთავსებული.

დატოვე კომენტარი