შიდა ქართლის ოკუპირებულ ნაწილში 3.000 ოკუპანტის მონაწილეობით სამხედრო სწავლება დაიწყო

ლაშა ბერულავა 2017-11-29 17:14:31 ნახვები 1221

შიდა ქართლის ოკუპირებულ ნაწილში, მე-4 საოკუპაციო ბაზის კომპლექსური სწავლება დაიწყო, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. ამის შესახებ tvzvezda.ru. იტყობინება. 

სწავლებაში სამი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული, მათ შორის, წვევამდელებიც და საკონტრაქტო სამსახურში მყოფნიც. სწავლებისას მისი მონაწილეები ზამთრის პერიოდში ყოველდღიური მოქმედების, გადაადგილების დროს უსაფრთხოების დაცვის დეტალებს გაივლიან. 

სწავლება ითვალისწინებს ტრავმასაშიში სიტუაციების მოდელირებას, ორგანიზებულია ნეგატიური გავლენების დემონსტრირება მაკეტების, იმიტირებული ასაფეთქებელი საშუალებებისა და სასწავლო საბრძოლო მასალის გამოყენებით. ინსტრუქტორები აკვირდებიან სამხედრო მოსამსახურეების მზადყოფნას, იმოქმედონ ადეკვატურად განგებ დარღვეული უსაფრთხოების წესების პირობებში, როცა სახეზეა იარაღთან, საბრძოლო მასლასათან და ტექნიკასთან ურთიერთობის მიღებული ნორმები.  

დატოვე კომენტარი