აშშ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს სრული განადგურებით დაემუქრა

ლაშა ბერულავა 2017-11-30 13:42:59 ნახვები 1509

ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გაშვება გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის მიზეზი, სადაც აშშ-ის წარმომადგენელი კიმ ჩენ ინის რეჟიმს სრული განადგურებით დაემუქრა. 

ნიკი ჰეილიმ, კონკრეტულად, განაცხადა, რომ სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი სრულად განადგურდება:

"გაეროს სანქციების ფარგლებში ყველა ქვეყანამ უნდა გაწყვიტოს ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობა, უნდა შეზღუდონ სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკურ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობა.

მორიგი ბალისტიკური რაკეტის გაშვებით ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა საკუთარი არჩევანი გააკეთა, რის შედეგადაც მსოფლიო საომარ ვითარებას მიუახლოვდა. ჩვენ არასდროს ვცდილობდით ჩრდილოეთ კორეასთან ომს, თუმცა ომის შემთხვევაში უდაოა, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი სრულად განადგურდება,"- აღნიშნა ჰეილიმ. 

 

დატოვე კომენტარი