გადაცემა "რეაქციაში", ტვ "პირველის" ეთერში მამა ანდრია სარიამ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ მომხრე იქნებოდა, თუ სინოდის დონეზე რუსეთს დაერქმეოდა მტრული სახელმწიფო. გადაცემის თემა იყო "ეკლესია და საგარეო პოლიტიკა".
"ვისურვებდი, როგორც რიგითი მღვდელი, სინოდის დონეზე ეწოდოს მტერს მტერი, რუსეთს ანუ ამ შემთხვევაში. რუსეთს, რომელსაც ცხინვალის რეგიონში ტაძრის მშენებლობა აქვს დაწყებული და ღია განცხადება არასდროს გაკეთებულა ამის შესახებ პრინციპული – რომ ეს არის ჩვენს კანონიერ ტერიტორიაზე უკანონო ქმედება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან. ასევე ვხედავთ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან როდესაც ჩადიან რუსეთში და ჯილდოვდებიან სხვადასხვა რანგის სასულიერო პირები, არც ამაზე კეთდება განცხადებები, ანუ პრინციპული პოზიციები ძალიან სავალდებულოა“-განაცხადა მამა ანდრია სარიამ გადაცემის მსვლელობისას.