მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენისადმი მიძღვნილ ზეიმს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციაც დაესწრება

ლაშა ბერულავა 2017-12-01 10:28:12 ნახვები 1840

მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე საქართველოდან სამი მაღალი იერარქიის სასულიერო პირისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.

მოსკოვში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიემგზავრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. რუსეთის დედაქალაქში არ მიდის ასევე პატრიარქის მოსაყდრე. 

რუსეთში გაემგზავრებიან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, რომელიც დელეგაციას უხელმძღვანელებს, ასევე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი.

საზეიმო წირვა 4 დეკემბერს გაიმართება, დელეგაციის წევრები ასევე დაესწრებიან რელიგიურ თემაზე გამართულ კონფერენციას.

დატოვე კომენტარი