როგორ მოქმედებს რუსული პროპაგანდა - ამერიკელი ჟურნალისტის ექსპერიმენტი

ლაშა ბერულავა 2017-12-02 20:38:40 ნახვები 3654

გამოცემა Business Insider-ის ჟურნალისტმა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, გადაწყვიტა, ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ რუსული მედიის მასალები ეკითხა და ენახა, შეგნებულად თქვა რა უარი ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებზე. 

„მე გაოცებული ვიყავი, როგორ შეეძლო რუს ხალხს, არ აღშფოთებულიყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო და ამით არ აღშფოთებულიყო. მე დენვერში ვცხოვრობ და, უმეტესწილად, ამერიკულ და ევროპულ პრესას ვეცნობი. გადავწყვიტე გამეგო, რა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის რუსეთის თვალით და ამიტომ ერთკვირიანი „ინფორმაციული დიეტა“ გამოვაცხადე - მხოლოდ რუსულ მედიას ვეცნობოდი. ვუყურებდი პირველ არხს, როლისთვისაც უკვე 20 წელია, არ მიყურებია“, - წერს ვიტალი კაცენელსონი. 

ამ რეჟიმში ერთკვირიანი ყოფნის თავზე ჟურნალისტი გამოტყდა, რომ „ძნელია, წინანდელ მოსაზრებებში და შენი პოზიციის სიმყარეში ეჭვი არ შეიტანო, თუ უყურებ რუსულ ტელეარხებს, მაგრამ იქვე უნდა გაიხსენო, რომ პუტინის რუსეთში სიტყვის თავისუფლება არ არის“. 

„მე მუდამ მიმაჩნდა ინტერნეტი დემოკრატიის ისეთ მონაპოვრად, რომელსაც შეეძლო გაევრცელებინა სიმართლე თვით პროპაგანდის მყარი კედლების მიღმაც. გამოდის, ვცდებოდი: როცა რუსულ სამთავრობო არხს უყურებ, შენ არ მოგინდება დასავლური პრესის გაცნობა, რადგან დარწმუნებული ხარ, რომ ისინი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. და კიდევ: რუსული ტელევიზია იმდენად მძლავრი და ყოვლისმომცველია, რომ თქვენ არც მოგინდებათ სხვა რამის ყურება, რადგან ჩათვლით, რომ ხელთა გაქვთ უტყუარი ფაქტები. 

რუსული პროპაგანდა ისე მუშაობს, რომ აიძულებს თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს (ემოციებზე პასუხისმგებელს), აღმატებული იყოს მარცხენაზე (ლოგიკაზე პასუხისმგებელზე), ამავე დროს აბინძურებს და ახშობს თქვენი ლოგიკის ყველა ფილტრს... ფაქტები არაა ის, რაც რუსულ ტვ-ს აღელვებს.  როგორც კი ემოციური ხატება და ბევრი დეზინფორმაცია აავსებს თქვენს მარჯვენა ნახევარსფეროს, ის ამარცხებს მარცხენა ნახევარსფეროს, რომელიც კაპიტულაციას აცხადებს და საბოლოოდ უარს ამბობს მიწოდებული ინფორმაციის ლოგიკურად გააზრებაზე“, - ასკვნის ჟურნალისტი.

დატოვე კომენტარი