როგორ დააკავეს მიხეილ სააკაშვილი(ვიდეო)

ლაშა ბერულავა 2017-12-05 14:12:01 ნახვები 1629

დილიდან კიევში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან მისულმა უკრაინის უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მას შემდეგ დააკავა, რაც მან ბინაში სპეცრაზმის შესვლამდე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ასვლა და ქუჩაში შეკრებილი მომხრეებისთვის მიმართვა მოახერხა. 

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იმ ავტომობილით, სადაც ის მოათავსეს, ამ დროისთვის ვერ ხერხდება. უკვე ერთ საათზე მეტია, ავტომანქანა ბლოკირებულია. სააკაშვილის მომხრეებმა გზები გადაკეტეს, მანქანას ალყა შემოარტყეს, საბურავები ჩაფუშეს და საქარე მინა ჩაამსხვრიეს. სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილის სხვა მანქანაში გადაყვანას ცდილობენ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. 

უკრაინის რადაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დაიბარეს, რათა მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მოისმინონ. 

 

დატოვე კომენტარი