გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული მამუკა სამხარაძე რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
ამასთან, ცხინვალის ხელისუფლების ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იტყობინება, რომ ნოემბერში "სახელმწიფო საზღვარი" საქართველოს მოქალაქეებმა 51-ჯერ დაარღვიეს.
სოფელი ღრომი, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ახალი ტოპონიმიკით, ცხინვალის რაიონს ეკუთვნის და სოფელ მეჯვრისხევს ესაზღვრება, კირბალი კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ადმინისტრაციულ თემში შედის.