ანა ჭარხალაშვილი

სწავლობს (2017 წლის მონაცემებით) საქართველოს უნვერსიტეტში ჯანდაცვის მენეჯმენტზე და მეორად პროფესიად აღმოსავლეთმცოდნეობა აქვს არჩეული.

2016 წლიდან არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჯარო მოხელე - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იმყოფებოდა ავღანეთში, კომისიის წევრად.

ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციის "თაობათა განვითარება " დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს სტუდენტებთან, სხვადასხვა პროექტებზე. არის ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი.