დავამთავრე თბილისის 187-ე საშუალო სკოლა. ვსწავლობდი თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ "ალმა მატერში", ეკონომიკის ფაკულტეტზე. ვაწარმოებდი ბიზნესს, ხოლო ბოლო 15 წელი მომიწია ცხოვრება ემიგრაციაში.
საფრანგეთში, ქალაქ პუატიეში, იქაური ქართული სკოლის დირექტორის თხოვნით ვიყავი სკოლის გამფორმებელი მას შემდეგ, რაც ამ სკოლას საკუთარი ინიციატივით დავუმზადე დიდი ქართველი მამულიშვილების ფოტოები.
ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ ჩავერთე ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს აქტივობაში.