ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი, რეპორტიორი კონფლიქტის ზონებში მუშაობის გამოცდილებით 1994 წლიდან. რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პორტალ Allmedia.ge-ს რედაქტორი და გაზეთ "ქრონიკა+"-ის ერთ-ერთი რედაქტორი.

1994 წლიდან მუშაობს სხვადახვა ქართულ და საერტაშორისო საინფორმაციო საშუალებაში. 2000 წელს, როგორც ერთერთი საუკეთესო რეგიონალური ჟურნალისტი, NDI-ს რეკომენდაციით მონაწილეობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაში "საერთაშორისო სტუმარი".

მიღებული აქვს Internews Georgia და Reuters სერტიფიკატები. 2008 წლის აგვისტოში იყო Reuters-ის ფრილანსერი.

ფილმის "ოკუპირებული ბავშვობა" ავტორი, რომელიც 2010 წელს მოამზადა. (ფილმის პირველი ნაწილი); (ფილმის მეორე ნაწილი).

დავით ქაცარავასთან ერთად არის ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი და 2019 წლიდან - ორგანიზაციის დირექტორი.