დათო შალიკაშვილი

დათო შალიკაშვილი 1986 წლის 16 ოქტომბერს დაიბადა, ის Red bull-ის, ასევე "რუსთავი-2"-ის ფოტოგრაფია, აქვს დამოუკიდებელი ფოტოგრაფის პრაქტიკაც. მან თბილისის მე-60 სკოლა დაამთავრა.

2002-2007 წლებში სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, დამთავრებული აქვს ბრაიტონის ხუთწლიანი კინოსაოპერატორო სკოლა. 

პროფესიულის გარდა, "ძალა ერთობაშია" მისთვის გუნდური თანადგომის, ანტიოკუპაციური გამოსვლების დაგეგმვისა და მასში მონაწილეობის კუთხითაც გახდა საინტერესო. 2017 წლიდან აქტიურად მონაწილეობს გუნდის მიერ დაგეგმილ ყველა მნიშვნელოვან აქტივობაში.