საბა ნიკოლეიშვილი (მოხეტიალე)

საბა ნიკოლეიშვილი, მეტსახელად "მოხეტიალე" 1993 წლის 26 მარტს დაიბადა. დაამთავრა გლდანის ერთწლიანი პროფესიული სასწავლებელი. უყვარს ბუნება, ვერ იტანს ადამიანების მიერ გარემოსადმი უპატივცემულობის გამოვლენას. 

მოგზაურობს ბევრს, რისთვისაც მუდამ მზადაა და მზად აქვს ზურგჩანთა, სადაც ეგულება გამძლე ფეხსაცმელი, კარავი, წყალგაუმტარი ტენტი და კარგად აქვს ათვისებული ამტანობის პრინციპი. 

როგორც თვითონ ამბობს, დაბადებიდან ვერ იტანს რუს ოკუპანტებს, რომლებიც საქართველოში მისი ამქვეყნად მოვლინების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ. 

"ძალა ერთობაშიას" შემოუერთდა 2018 წლიდან და მიღებული აქვს მონაწილეობა ყველა მნიშვნელოვან პატრულირებასა და მისიაში, მათ შორის, სადღეღამისო პატრულირებები. ორგანიზაციის წევრებს გაუზიარა არაერთი საინტერესო იდეა.