ირაკლი კარიჭაშვილი

ირაკლი კარიჭაშვილი 1985 წლის 19 აგვისტოს დაიბადა. ხუმრობით დასმულ შეკითხვაზე: "რატომ დაიბადე?" პასუხობს: "იმისთვის, რომ რუს ოკუპანტებს ყოფა ვუტირო", მცირე დაფიქრების შემდეგ კი ამატებს: "რუსეთუმეებსაც". 

დაამთავრა გორის მეცხრე საშუალო სკოლა, სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

ირაკლი ორგანიზაციის წევრია მისი დაარსების დღიდან. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მონაწილეობს ყველა მნიშვნელოვანი საველე მისიის დაგეგმვასა და განხორციელებაში. მოწესრიგებული და მიზანდასახული პიროვნებაა, რის გამოც პატივისცემა მოკლე ხანში დაიმსახურა.