გელა ერაძე

გელა ერაძე 1991 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. 2009 წლიდან 2016 წლამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მსახურობდა, საიდანაც 2016 წელს პირადი მოთხოვნის საფუძველზე წამოვიდა.

2018 წლის დასაწყისიდან შემოუერთდა ანტიოკუპაციურ მოძრაობას "ძალა ერთობაშია". მეგობრულობით, გულღიობითა და გულწრფელობით მალე დაიმსახურა ყველას სიყვარული და პატივისცემა.

გელა ერაძეს ეკუთვნის ორგანიზაციის გაფართოების იდეა და ამისკენ პირველი ნაბიჯი თავად გადადგა, როცა ქუთაისში მასავით პატრიოტები შემოიკრიბა და ორგანიზაციის ფილიალსაც ჩაუდგა სათავეში. მონაწილეობა აქვს მიღებული ყველა მნიშვნელოვან პატრულირებაში, რისთვისაც არასდროს ეზარება ქუთაისიდან თბილისში ან საოკუპაციო ზოლზე წასვლა-წამოსვლა.